“არავის არ ვურჩევ, რომ დაჯგუფებების შექმნაზე სერიოზულად იფიქროს ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განხორციელდეს მათი მხრიდან” – გიორგი კახიანი

“დაჯგუფებების შექმნა კანონმდებლობით არის აკრძალული, ამიტომ, მე არავის არ ვურჩევ, რომ ასეთი დაჯგუფებების შექმნაზე სერიოზულად იფიქროს ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განხორციელდეს მათი მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები, ბუნებრივია, ამაზე რეაგირებას მოახდენენ. კანონმდებლობის მიხედვით ასეთი დაჯგუფებების შექმნა საკმაოდ მძიმე სისხლის სამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებს“, – აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა დაჯგუფება შექმნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები