ქადაგიშვილი – პიროტექნიკის რეგულაციებზე: უნდა მოხდეს პრევენცია, რომ პიროტექნიკა არ იყოს გამოყენებული, როგორც ცეცხლის გაჩენის საშუალება
„უნდა მოხდეს იმის პრევენცია, რომ პიროტექნიკა არ იყოს გამოყენებული, როგორც ცეცხლის გაჩენის საშუალება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“იმავდროულად, ზოგადადაც იყო საუბარი, რომ პიროტექნიკის გადაჭარბებული გამოყენება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო გარკვეული სჯა-ბაასის საგანი. ამ ერთმა ვითარებამ განაპირობა ამ საკითხის რეგულაციის აუცილებლობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პიროტექნიკის რეგულაციის საკითხზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.