“ნებისმიერი მცდელობა, რომ გასამხედროებული ფორმირება შეიქმნას, იქნება მკაცრად, სისხლისსამართლებრივად დასჯილი” – დავით მათიკაშვილი

“ნებისმიერი მცდელობა, რომ გასამხედროებული ფორმირება შეიქმნას, იქნება მკაცრად, სისხლისსამართლებრივად დასჯილი, რადგან ეს არის დასჯადი ქმედება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ასეთ ფორმირებაში მონაწილეობისთვის მკაცრად იქნებიან დასჯილი.

„ეს არის მცდელობა, შეიქმნას გასამხედროებული ორგანიზაციები, რაც 90-იან წლებში კარგად ვნახეთ და გამოვიარეთ. ისიც ვნახეთ, ამან ქვეყანა სადამდე მიიყვანა. ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ასეთ ფორმირებაში მონაწილეობისთვის მკაცრად იქნებიან დასჯილი, რადგან ამას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები