“სახელმწიფოს არანაირი არაფორმალური გაერთიანება არ სჭირდება, მით უმეტეს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ” – ვოლსკი

“სახელმწიფოს არანაირი არაფორმალური გაერთიანება არ სჭირდება, მით უმეტეს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჯახი არ უნდა მოხდეს და წამხალისებლები პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ტიტუშკები უკრაინაში შეიქმნა, რომელმაც ხელი შეუწყო დაძაბულობის ისეთი ხარისხის შექმნას, როცა სისხლის ღვრა იყო გარდაუვალი. მათ რევოლუციური გეგმის განვითარების მიმართულებები ჰქონდათ. ახლა სწორედ ამიტომ მომზადდა ცვლილებები, რომ არ შეიძლება, ადამიანები შენიღბული იყვნენ, რადგან პროვოკაციის მოწყობის საშუალება ყველას აქვს. ერთნი გამოვლენ და იტყვიან, ვითომ ე.წ. ტიტუშკების ჯგუფია შექმნილი, მეორე გამოვა და იტყვის, რომ ტიტუშკებთან საბრძოლველ ჯგუფს ქმნის. ეს არის რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ეს არ უნდა დავუშვათ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დასაცავად შექმნილი ჯგუფი გამოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები