“მშობლებს მივმართავ, საკუთარი შვილები დაიცვან, ქვეყანას ჩვენ მივხედავთ“ – ირაკლი ზარქუა

“ტიტუშკების“ პატარ-პატარა ჯგუფების შექმნა უნდათ, რათა ესკალაცია გაზარდონ, “ნაცმაიდნის” სცენარს მიჰყვებიან” – ირაკლი ზარქუა

“უკრაინული ნაცმაიდნის სცენარს მიჰყვებიან – „ტიტუშკების“ პატარ-პატარა ჯგუფების შექმნა უნდათ, რომ ამით ძალადობა და ესკალაცია მეტად გაზარდონ. ეს არის მათი პატრონების დაკვეთა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის მშვიდობიანი აქცია და ოპოზიციას სხვა ამოცანა აქვს.

„რა მიიღო უკრაინამ მაიდანის შემდეგ? – ქვეყანა ქაოსში გადავარდა, ასამდე ადამიანი დაიღუპა. დღეს კი ასობით ათასი ადამიანია დაღუპული და გაუბედურებულია ქვეყანა. ჩვენ საქართველოს ავარიდეთ მეორე ფრონტი, რის გამოც ჩვენ მიმართ ზეწოლა და ბულინგი იყო. ეს არ გავაკეთეთ, მშვიდობა შევინარჩუნეთ და ეკონომიკური ზრდაც გვაქვს. საკუთარი სცენარით მიდიან, რა გეგმაც აქვთ ჩაგდებული. მშობლებს მივმართავ, თქვენი შვილები დაიცავით, რომელთაც ეს უსამშობლოები სწირავენ. ეს აგენტები მათ შვილებს სწირავენ ციხისთვის, დასახიჩრებისა და სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. წინ უნდა აღუდგნენ, საკუთარი შვილები დაიცვან. ეს არ არის მშვიდობიანი აქცია, მათ სხვა ამოცანა აქვთ. ოპოზიციის ოფისებიდან მთელი რიგი მტკიცებულებები ამოვიღეთ, მთელი შეიარაღება ჰქონდათ. არეულობის მთავარი წყარო სწორედ რადიკალური ოპოზიცია იყო. ხოშტარიამ რამდენიმე მილიონი რუბლი მიიღო, რაც ისევ შეიარაღებას მოხმარდება. ამიტომ, მშობლებს მივმართავ, საკუთარი შვილები დაიცვან, ქვეყანას ჩვენ მივხედავთ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები