“ბიზნესს აქვს უამრავი ბერკეტი, რომ გაიფიცოს, გამაფრთხილებელი გაფიცვა გააკეთოს” – მამუკა ხაზარაძე

„ბიზნესს აქვს უამრავი ბერკეტი იმისა, რომ გაიფიცოს, გამაფრთხილებელი გაფიცვა გააკეთოს, ბოლოს და ბოლოს გადასახადებიც კი შეაჩეროს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ორგანიზებულად”, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

ხაზარაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ იგრძნოს ბიზნესის ძალა.

“დღეს მე დავინახე, რომ ქართული ბიზნესი დადგა ფეხზე, უმეტესი ნაწილი, კრიტიკული მასა შეიკრიბა ახლა მთავარია ერთად დგომა, ამ შეხვედრების გაგრძელება და გარანტიას გაძლევთ, რომ ვერავინ ვერ მოგვერევა! ვერავინ მოერევა ქართულ ბიზნესს, ნამდვილ ქართულ ბიზნესს და არა იმას, ვისაც ახლა „დალაგებული“ აქვს და ეშინია ხმის ამოღების, რომ იქ ტენდერი ვერ მოიგოს. ამ ხალხზე არ ვსაუბრობ, მივესალმები მათ და მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს იმ კომპანიებს, რომლებსაც ჯერ არ ამოუღიათ ხმა, აქ და ახლა წყდება ქვეყნის ბედი, ეს უნდა ვუმეოროთ ყველას. ზოგი გვიან შემოუერთდება, მაგრამ, მეგობრებო, უკვე დროც არ არის ბევრი, გადასულები არიან ტერორსა და ძალადობაზე. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი. არაფერი არ გაქვთ დასამალი! პატიოსნად და ღირსეულად მუშაობთ, იხდით გადასახადებს, რა უნდა გაგიკეთოთ ან საგადასახადო ინსპექციამ ან ბიძინა ივანიშვილმა? თავისუფლებაზე მაგარი რამე არ არსებობს დედამიწის ზურგზე და ბიზნესი თავისი არსით თავისუფალი ადამიანების საკეთებელი საქმეა! მე ამდენი ხნის განმავლობაში არ მინახავს ბიზნესი და ბიზნესმენი შეზრდილი ხელისუფლებასთან, რომლის კომპანია გადარჩა – არ მინახავს”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები