დავით მათიკაშვილი: ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციებით აპროტესტებდა რადიკალური ოპოზიცია რაღაც გადაწყვეტილებებს, არის მტკნარი სიცრუე

“კონკრეტული პირის სახლიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დავით კეზერაშვილს უკავშირდება. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციებით აპროტესტებდა რადიკალური ოპოზიცია რაღაც გადაწყვეტილებებს, არის მტკნარი სიცრუე”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცალსახად გამოიკვეთა ის უტყუარი ფაქტი, რომ საპროტესტო აქცია და ძალადობრივი ქმედებები, რასაც ჩვენი საზოგადოება აკვირდებოდა ამ დღეების განმავლობაში, იყო სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული და დაგეგმილი. ყველა ინვენტარი ამ ძალადობისთვის ინახებოდა მათ ოფისებში, სახლებში. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, კონკრეტული პირის სახლიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დავით კეზერაშვილს უკავშირდება. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციებით აპროტესტებდა რადიკალური ოპოზიცია რაღაც გადაწყვეტილებებს, არის მტკნარი სიცრუე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები