სოზარ სუბარი: ელენე ხოშტარია რუბლებს ვერ ელევა

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონზე მეტი რუბლი ჩაერიცხა.

„ელენე ხოშტარია რუბლებს ვერ ელევა. ეს არის ადამიანი, რომელმაც მიიღო განათლება მოსკოვში და განათლება მიიღო იმ სასწავლებელში, იმ მიმართულებით, სადაც უბრალოდ აგენტებს ზრდიდნენ. იქ ისე უბრალოდ, შემთხვევითი ადამიანები არ სწავლობდნენ და როგორც ჩანს ეს კავშირები მას შერჩა ძალიან მჭიდრო, ძალიან მყარი და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ყველაზე მეტ ანტირუსულ განცხადებებს სწორედ ის ყვირის, რომ ამით დამალოს ერთის მხრივ თავისი კავშირები და მეორე მხრივ აქ არის აგენტურის სწორედ მთავარი დამახასიათებელი, რომ ყველაზე მეტს ყვირის იმაზე, რასაც თვითონ წარმოადგენს და აბრალებს სხვას“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები