გიორგი ვოლსკი: ხოშტარია ფინანსდება რუსეთიდან და არა მხოლოდ ფინანსდება, ინსტრუქციასაც იღებს და მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე
“ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონზე მეტი რუბლი ჩაერიცხა.
„[ხოშტარია] ფინანსდება და არა მხოლოდ ფინანსდება, ინსტრუქციასაც იღებს და მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება ხოლმე. ყველამ კარგად ვიცით როგორ ხდება რევოლუციები და როგორ სარგებლობენ ამით ესა თუ ის სუბიექტები – მსოფლიო არენაზე მოწინავე რიგებში მყოფი ძალები. რასაკვირველია, რუსეთიც მათ შორის არის. [რუსეთს] თავისი რესურსი აუცილებლად მობილიზებული ექნება იმ დესტრუქციულ პროცესებში, რომელშიც სერიოზულ მონაწილეობას იღებს ელენე ხოშტარია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.