თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ დათუნაშვილი გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსოფლიო ჩემპიონს და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრს, ზურაბ დათუნაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დათუნაშვილი 4 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“ დააკავეს, სადაც ოთხი ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები