რატი იონათამიშვილი სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებაზე: ამ ყველაფერში ახვედრებენ ადამიანებს, ვინც საერთაშორისო მისიებში იცავდნენ მშვიდობას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი  სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებას აფასებს.

„ამ ყველაფერში ახვედრებენ იმ ადამიანებს, ვინც საერთაშორისო გლობალურ მისიებში იცავდნენ მშვიდობას, ვინც 2008 წელს იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ყველაფერში მოხვდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ აფხაზეთში იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ყველაფერი გვიჩვენებს ჩვენ ლიბერალური ფაშიზმის რეალურ სახეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობაზე და სიძულვილზე არის ორიენტირებული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები