სასამართლომ ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

“გაუმარჯოს საქართველოს, სიკვდილი მონებს”,- განაცხადა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ნიკა გვარამია ოფისში შესვლას და ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები