ლევან ხურცია: ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს, მოთხოვნები ისმის, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი, ამას აკეთებთ ქვეყნის სიყვარულის სახელით

„ახლა ვკითხულობ სოც.ქსელში ინფოებს. არ ვარ დიდად აქტიური ამ კუთხით. რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის 80% ვატარებ) ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბნ.სტურუას ვგულისხმობ”,- ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია.

“დგახართ სადაც შენი გვერდით მდგომი, ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს „მოგ…ნთ მშვიდობა”. მოთხოვნები ისმის უკვე, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რა ვიცი კიდევ რამდენი რამ…
და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის. რა გითხრათ მადლობა დიდი !! უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია”, – წერს ლევან ხურცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები