დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, მის სახლში პოლიცია შევიდა. ამის შესახებ კეზერაშვილი Facebook-ზე წერს.
“ისე გადაფსიხდა ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან.
მიდით ბიჭებო მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!!!”, – წერს კეზერაშვილი.