ალექსანდრე დარახველიძე: 143 პოლიციელია დაზარალებული აქციის ფარგლებში – აქციის მონაწილეები ძალიან მძიმე საშუალებებს იყენებენ პოლიციელების მიმართ, განსაკუთრებით საშიშია პიროტექნიკის გამოყენება

აქციის მონაწილეები ძალიან მძიმე საშუალებებს იყენებენ პოლიციელების მიმართ. განსაკუთრებით საშიშია პიროტექნიკის გამოყენება დარწმუნებული ვარ, აქციის მონაწილეების მხრიდან იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოწოდებები და შეწყვეტენ მსგავს ქმედებებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„143 პოლიციელია დაზარალებული აქციის ფარგლებში. სამწუხაროდ ძალიან მძიმეა ის ფაქტები, რაც ხდება აქციაზე. თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ყველაფერს აკეთებს სამინისტრო, იმისთვის რომ თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. საზოგადოებამ იხილა ძალიან მძიმე კადრები იმ დაშავებული პოლიციელების, რომლებსაც დამწვრობა აქვთ სხეულის სხვა და სხვა არეში. ზოგიერთ მათგანს დასჭირდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. სამი მათგანი დღესაც გადის მკურნალობა. საზოგადოება ხედავს, რომ აქციის მონაწილეები ძალიან მძიმე საშუალებებს იყენებენ პოლიციელების მიმართ. განსაკუთრებით საშიშია პიროტექნიკის გამოყენება, ის იწვევს ძალიან მძიმე დაზიანებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოწოდებები, რომელსაც ვაკეთებთ აქციის მონაწილეების მხრიდან იქნება გათვალისწინებული, რომ შეწყვიტონ მსგავსი ძალადობრივი შედეგები“, – აღნიშნა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები