სახალხო დამცველმა ინგოროყვას კლინიკაში, აქციაზე დაშავებული პირები მოინახულა
3 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და აქციის დასაშლელად მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის შედეგად დაზარალებული პირები მოინახულა.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
“სახალხო დამცველის განცხადებით, მოქალაქეებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას დაკავებების ძალადობრივ მეთოდებზე და იმოქმედოს მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატაროს დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოიკვეთოს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილი პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.