მშობელი: გვგონია ბავშვი სკოლაშია და ამ დროს Facebook-ზე ვნახულობ ბანერით ხელში – ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, უნებართვოდ რომ გაიყვანა სკოლის ტერიტორიიდან და მანიპულირებენ მისით?!
გვგონია ბავშვი სკოლაშია და ამ დროს Facebook-ზე ვნახულობ ბანერით ხელში – ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, უნებართვოდ რომ გაიყვანა სკოლის ტერიტორიიდან და მანიპულირებენ მისით?! – ამის შესახებ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელმა, გაგა ბარბაქაძემ განაცხადა.
„მეორე ცვლაა ბავშვი. სკოლაში მივიდა, მშობლებს გვგონია, რომ სკოლაშია. ამ დროს „მთავარი არხის“ Facebook „ლაივში“ ვნახულობ ჩემს შვილს ბანერით ხელში. რა თქმა უნდა ამან გაღიზიანება გამოიწვია. ჯერ იმიტომ, რომ ბავშვი სკოლაში უნდა იყოს და ამ დროს უნებართვოდ ვიღაცებს გაჰყავთ და სარგებლობენ მისით. ეს ერთი. მეორე, არ შეიძლება, ვინ არის მაგაზე პასუხისმგებელი, ჩემი შვილი რომ გაიყვანა სკოლის ტერიტორიიდან და მოატარა მთელი მუხიანი, რაღაც რომ დაემართოს, რაღაც რომ მოხდეს მაგაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს?! ბავშვებს დაურიგეს პლაკატები, სასტვენები, დაჰყავდათ ეს ბავშვები აქეთ-იქით. როგორ შეიძლება 12 წლის ბავშვზე მშობლის გარეშე ზეგავლენა იქონიო და მაგ ბავშვზე იმანიპულირო, რომ ვითომ ბავშვები არიან წინააღმდეგი. ამ დროს ბავშვმა საერთოდ არ ისიც რისთვის გაჰყავთ. სადამდეც მიმიწვდება ხელი ყველანაირად ვეცდები, რომ ამ ამბავმა ასე არ ჩაიაროს, შესაბამის ორგანოებს მივმართო და ჩემი და ჩემი შვილის უფლებები დავიცვა“, – აღნიშნა ბარბაქაძემ.