სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა

სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა.

სამართალდამცველები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენების შესახებ აფრთხილებენ.

ამის პარალელურად, ადგილზე ისმის შესაბამისი გამაფრთხილებელი ხმა.

ამ წუთებში, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ და რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები