ნინო წილოსანი: რამდენად უღირსია თავად ეს პროცესი, როდესაც ბავშვების ჩართულობას მოითხოვ და ითხოვ, აპირისპირებ ერთმანეთს და არღვევ ყველანაირ უფლებას
“რამდენად უღირსია თავად ეს პროცესი, როდესაც ბავშვების ჩართულობას მოითხოვ და ითხოვ, აპირისპირებ ერთმანეთს, არღვევ ყველანაირ უფლებას”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი ვიდეოს, სადაც ჩანს აქტივისტი, რომელიც ერთ-ერთი სკოლაშია შესული და არასრულწლოვანებს მოუწოდებს, გავიდნენ გარეთ.
მისივე თქმით, აღნიშნული წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა.
„მონაწილეობას აღებინებ იმ ძალადობრივ პროცესებში, რომელიც ჩვენი თვალით ვნახეთ და ამ ბავშვებს იყენებ ბრმა იარაღად ეს არის წარმოუდგენელი უმსგავსობა, წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა და ამ იდეის ქვეშ დაცული ევროპაც მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არავის არ სჭირდება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.