თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ირაკლი წულაიასა და ირაკლი დიასამიძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

საპოლიციო ძალებმა ისინი 28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები