რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმება გააპროტესტეს

რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებას  საპროტესტო აქციები მოჰყვა.

აქციის მონაწილეები არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას და მოქმედი პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის გადადგომას ითხოვენ.

აქცია ოპოზიციური მემარჯვენე პარტიის „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ მიერ იყო ორგანიზებული.

ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც, ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე მიიღეს, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კალინ ჯორჯესკუ.

რუმინეთის მმართველი კოალიცია მიმდინარე კვირას შეთანხმდა, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები