„ფაქტ ჩეკერებისთვის“ ეს არის ტრაგიკული ამბავი იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ისინი ხელს ვერ შეუშლიან ვერანაირი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ობიექტურობაზე იქნება დაფუძნებული” – ლევან მაჭავარიანი
„ფაქტ ჩეკერებისთვის“ ეს არის ტრაგიკული ამბავი იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ისინი ხელს ვერ შეუშლიან ვერანაირი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ობიექტურობაზე იქნება დაფუძნებული, თუ ჩვენი მხრიდან ხდება ამ ინფორმაციის გავრცელება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.
„თუ რაღაცა კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ხდება, რომელიც არის ნეიტრალური, მაგრამ არ ჯდება იმ კონკრეტულ მომენტში რადიკალური ოპოზიციის გეგმებსა და ნარატივში, ვერც ამას ვერ დაბლოკავენ და რა თქმა უნდა მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ყველანაირ ინფორმაციას გაეცნონ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.