აქტივისტებმა ვარაზისხევის ასასვლელი ჩახერგეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ვარაზისხევის ასასვლელი ჩახერგეს.
პარალელურად, „ერთიანობის“ ლიდერმა – გიორგი ვაშაძემ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა – ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას 19:00-ზე შეკრებისკენ მოუწოდეს.
„მოვუწოდებთ საზოგადოებას, 19:00 საათზე დიდი შეკრება გავაკეთოთ, რათა გაგაცნოთ შემდგომი გეგმები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.