გამსახურდია – ცესკოში მომხდარ სავარაუდო დანაშაულზე: ეს არის, ჩვენი ღრმა მწუხარების მიუხედავად, ე.წ ოპოზიციის ენა და სახე
„არ დავიწყებ სიტყვების რახარუხს, ისედაც ძალიან ბევრი ითქვა და მეც მხოლოდ შევუერთდები იმ ჯანსაღ კრიტიკას, რაც გიორგი კალანდარიშვილზე მომხდარ უზნეო ფაქტს მოყვა”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
ის სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, მისთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ცესკოში მოხდა.
„არ დავიწყებ სიტყვების რახარუხს, ისედაც ძალიან ბევრი ითქვა და მეც მხოლოდ შევუერთდები იმ ჯანსაღ კრიტიკას, რაც გიორგი კალანდარიშვილზე მომხდარ უზნეო ფაქტს მოყვა. ვეთანხმები ლევანს, ზუსტად თქვა ყველა ნორმალური ადამიანის სათქმელი,თავისთავად მისდამი მინიჭებული მანდატიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ღრმა მწუხარების მიუხედავად, ჩვენი ე.წ ოპოზიციის ენა და სახე. მართლაც შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში! კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ უნდა აგიტანოთ, ასე მუშაობს დემოკრატია“, – წერს გამსახურდია.