ზურიკო დავითაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენ გვერდზე იქნება მთელი თამაშის განმავლობაში

“ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენ გვერდზე იქნება მთელი თამაშის განმავლობაში”, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი აცხადებს.

დავითაშვილი იმედოვნებს, რომ გუნდი დასახული გეგმების განხორციელებას შეძლებს.

,,ვემზადებით, ვვარჯიშობთ, გეგმებს ვსახავთ და იმედია, რომ ეს ყველაფერი გამოგვივა, გადავიტანთ თამაშზე ამ ყველაფერს და ჩვენს სასიკეთოდ დავასრულებთ ორივე თამაშს. დიდი ხანია, ბათუმში არ მითამაშია, ძალიან მაგარი გარემოა ყოველთვის, ძალიან მაგარი სტადიონია, კარგი ატმოსფერო იქმნება ხოლმე და ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენ გვერდზე იქნება მთელი თამაშის განმავლობაში”, – აცხადებს დავითაშვილი.

ცნობისთვის, ხვალ ფეხბურთია, სადაც საქართველო უკრაინას ხვდება. ეროვნული ნაკრები ბათუმში უკვე გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები