ჯო ბაიდენი პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება.
პრეზიდენტის რანგში ბაიდენი ამ ღონისძიებაში უკანასკნელად მონაწილეობს.
ჯო ბაიდენი, ვიზიტის ფარგლებში, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი.
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ვიზიტი იქნება არსებითი და ის გამართავს მოლაპარაკებებს კლიმატის, გლობალურ ინფრასტრუქტურის, ნარკოტიკებთან ბრძოლის ძალისხმევასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ბაიდენი სავარაუდოდ, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამმხრივ მოლაპარაკებებში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან და სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად.