შალვა პაპუაშვილი – გიორგი უძილაურზე: მძიმე ბრალდებაა – ეს არის სრულად სუს-ის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი დადგინდეს
“მძიმე ბრალდებაა. ეს არის სრულად სუს-ის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი დადგინდეს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვხედავთ თანამედროვე სამყაროში როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, საზოგადოებები. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რომლითაც ცდილობენ დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები. ამიტომ, ზოგადად მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება.
ჩვენ ვხედავთ სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო იყოს მობილიზებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი უძილაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.