ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც კიევმა 6 მაისს ცალმხრივად გამოაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ძალებმა ზავის ამოქმედებიდან მალევე განაახლეს შეტევები, მათ შორის დრონებისა და სარაკეტო იერიშები უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ დარღვევების რაოდენობა ასობით შემთხვევას აღემატება.

ამასთან, მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი თავად უკრაინამაც დაარღვია.

4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი “გამარჯვების დღის აღნიშვნის საპატივცემულოდ”. იმუქრებოდნენ, რომ ამ ცალმხრივი ზავის დარღვევის შემთხვევაში რუსეთი კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან “სიმშვიდის რეჟიმი” გამოაცხადა. 6 მაისის დადგომიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები