რუმინეთის მთავრობა დაეცა – პარლამენტმა უნდობლობის რეზოლუციას მხარი დაუჭირა

რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა და პრემიერ-მინისტრ ილიზე ბოლოჟანის ხელმძღვანელობით მოქმედი კაბინეტი ჩამოიშალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უნდობლობის რეზოლუციას მხარი 281-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც აუცილებელ მინიმუმს აღემატება. კენჭისყრის შედეგად მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.

მთავრობა დროებით მოვალეობის შემსრულებელი რეჟიმით გააგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი კაბინეტი არ ჩამოყალიბდება.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პარტიებს შორის კონსულტაციები ახალი მთავრობის ფორმირებისთვის უკვე დაწყებულია.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირაა, რაც რუმინეთში პოლიტიკური კრიზისია, რაც მმართველი კოალიციის დაშლამ გამოიწვია. 20 აპრილს კოალიცია რუმინეთის „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ დატოვა და ქვეყნის პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები