შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე გლობალური გაერთიანებები
“დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში. ამ შემთხვევაში როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შესაძლებლობა ექნება, რომ შეხვდეს კოლეგა პარლამენტის თავმჯდომარეებს.
„გამოსვლის ფარგლებში ვისაუბრებ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებით და ამ მხრივ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან გვქონდეს გამოცდილების გაზიარების და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა.
ვფიქრობ, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე გლობალური გაერთიანებები, ვინაიდან რეგიონული სპეციფიკაციის გათვალისწინებით უფრო ადვილია აუხსნა კოლეგებს თუ რა გარემოებებში ვითარდება ქვეყანა. მექნება შეხვედრა ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრა. გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ევროკავშირი-ნატოს საკითხებზეც, ვინაიდან ეს ქვეყნები გახლავთ ამ ორგანიზაციის წევრები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.