„სების მიერ მიღებული ზომები მიმართულია სექტორში უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ, სადაც ნიჭი, პოტენციალი და შრომა დაფასებულია სქესის მიუხედავად” – ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „ბუღალტერთა სამიტი 2024 – ძლიერი ქალები ფინანსებში“ მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ინკლუზიური გარემოს შექმნაზე როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე, მისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში.
„ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომები მიმართულია სექტორში უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ, სადაც ნიჭი, პოტენციალი და შრომა დაფასებულია სქესის მიუხედავად. მიზნობრივი რეგულაციების დანერგვით, პროფესიონალიზმის განვითარების მხარდაჭერითა და ინკლუზიური ხელმძღვანელობის წახალისებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ აღმოიფხვრას არსებული ბარიერები და ქალი ლიდერებისთვის გაჩნდეს უფრო მეტი შესაძლებლობები. ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორი არამარტო გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას, არამედ ხელს შეუწყობს ინოვაციასა და მდგრადობას ყველა დონეზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ბუღალტერთა სამიტი 2024 – ძლიერი ქალები ფინანსებში“ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ბუღალტერთა კავშირის თანაორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე – ნინო წილოსანი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ეკატერინე გუნცაძე მონაწილეობდნენ.