“რა სხვაობა შეიძლება, იყოს ხაზარაძესა და სააკაშვილს შორის; ხაზარაძე იყო სააკაშვილის მსახური ბოროტებაში” – ხაინდრავა

“რა სხვაობა შეიძლება, იყოს ხაზარაძესა და სააკაშვილს შორის; ხაზარაძე იყო სააკაშვილის მსახური ბოროტებაში”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში – „იმედის კვირა“ ისაუბრა.

„ყველაზე დიდი ნაძირლობა, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. მე ციხეში ნაჯდომი ვარ და ვიცი რა არის ციხე. ეს ნაძირალები ხაზარაძე და ჯაფარიძე მიდიოდნენ გლდანში და ნაწამებ ადამიანებს ხელს აწერინებდნენ და იფორმებდნენ ბიზნესებს, ფულს და ა.შ. ამაში მიიღო ბრწყინვალების ორდენი, დაჯილდოებულია სააკაშვილის ხელიდან. რაზე ვსაუბრობთ, ცხადია, ვის ეხმარება.

მე გახარიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ერთი პერიოდი. იმ ღამეს მეორედ დავურეკე და ვკითხე, ჭიშკრის გარეთ რატომ დააყენე პოლიცია? ვერაფერი ვერ მიპასუხა. ეს სპეციალურად იყო გაკეთებული, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. შემდეგი ნაბიჯი მელიასთან დაკავშირებით ყველასთვის გასაგები იყო.

დავალებით რომ მოქმედებ, ადრე თუ გვიან, ეს ხომ ყოველთვის ნათელი ხდება საზოგადოებისთვის. არ არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები