ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას

“არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით რაიმე არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას – საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა.

“დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომაზე წარიმართა საჩივრების განხილვა, რომელიც შეეხებოდა ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და წარმოდგენი იქნა შესაბამისი არგუმენტები მხარეების მიერ. სხდომის მიმდინარებისას ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, როგორც საჩივრის ავტორების მხრიდან, ასევე, კომისიის წევრებმა დააზუსტეს შესაბამისი ინფორმაცია საჩივრის ავტორებთან, რითაც საბოლოო ჯამში, დადგინდა ის, რომ არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას, რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამეტებით რაიმე არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას.

 

საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად და საოლქო საარჩევნო კომისიები ემყარებოდნენ თავის მხრივ იმ კანონმდებლობით არსებულ რეგულაციებს, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეადგინეს და შეაჯამეს მათ შესაბამისი შედეგები ოლქების ტერიტორიაზე”, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

ცესკოს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები