საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა.
საზეიმო ღონისძიება ვაზიანში გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთის სარდალმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა, რის შემდეგაც სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა მე-5 საარტილერიო ბრიგადის შეიარაღება დაათვალიერეს და გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ.