რატი ბრეგაძე – საია-ს სარჩელზე: ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარჩელი გაგზავნილია და მიღებულია, ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ… არაერთი სპეკულაცია გვინახავს

“ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სარჩელი გაგზავნილია და მიღებულია, ჩვენ ოფიციალურად ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენ არაერთი სპეკულაცია გვინახავს, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს – გაგზავნა თუ არა საია-მ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან სტრასბურგის სასამართლოს ჯერ ამ საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად, გარკვეულ მანიპულაციებთანაც შესაძლებელია გვქონდეს საქმე”, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები