კირცხალია – გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ეს კანონი ვერანაირად ვერ შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს სუვერენული, ღირსეული ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას
“ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი ვერანაირად ვერ შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს სუვერენული, ღირსეული ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.
„ეს [საიას] დავაც თუ მიიღო [სტრასბურგის] სასამართლომ განხილვაში, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისევე დამთავრდება, როგორც ამ აგენტების მხრიდან თითოეული, თავის ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული საქმე. ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი ვერანაირად ვერ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სუვერენული, ღირსეული ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას“, – აღნიშნა კირცხალიამ „ქრონიკასთან“ საუბარში.