“კიდევ ერთხელ ვუმეორებ ჩვენს პარტნიორებს, რომ ქართველებს ვერ აუხსნიან, თუ როგორ შეიძლება, იდგეს ქვეყნის ევროპული გზა გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდაზე” – კირცხალია

“კიდევ ერთხელ ვუმეორებ ჩვენს პარტნიორებს, რომ ქართველებს ვერ აუხსნიან, თუ როგორ შეიძლება, იდგეს ქვეყნის ევროპული გზა გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„ორივე კანონის ინიცირების დღიდან როგორც ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ჰქონდათ პრეტენზიები და არასწორი აღქმები და მოვუწოდებდით, რომ ჩართულიყვნენ განხილვაში, დღესაც იმავეს ვეტყვით – დაგვისახელონ ერთი სამართლებრივი პუნქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება ევროკავშირის გზაზე. კიდევ ერთხელ ვუმეორებ ჩვენს პარტნიორებს, რომ ქართველებს ვერ აუხსნიან თუ როგორ შეიძლება იდგეს ქვეყნის ევროპული გზა გაუმჭვირვალობაზე და ლგბტ პროპაგანდაზე. ყველაფერი ნათქვამია 26 ოქტომბრით და ჩვენმა პარტნიორებმა ამას კარგად უნდა შეხედონ. ევროკავშირის ღირებულებები და ფასეულობები არასდროს ყოფილა და იქნება კონკრეტული ბიუროკრატების აღქმები თუ პოლიტიკური ხედვები. ევროკავშირი ჩვენთვის ფასეულობებია და ამ ფასეულობებს ღირსეულად მივყვებით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები