ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ასს უახლოვდება. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ვალენსია დააზარალა, სწორედ ამ რეგიონიდან არის დაღუპულთა უმეტესობაც.
დატბორილია ათობით მუნიციპალიტეტი – ამ დრომდე, გადაკეტილია გზები, მაგისტრალები, ხიდები, რის გამოც მაშველთა ჯგუფებს დანიშნულების ადგილამდე მისვლა უჭირთ.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ეს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ესპანეთში ყველაზე კატასტროფული წყალდიდობაა.