არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს მთავარი პირობები, მათ შორის, საქართველოს ინტერესების დაცვა, მშვიდობის განმტკიცება, ეკონომიკის ზრდა

„ქართული ოცნება“ დღეს არის ერთადერთი ძალა და პარტია, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს მთავარი პირობები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირობებს შორისაა – მშვიდობის განმტკიცება და კეთილდღეობის გაუმჯობესება.

„ეს პირობებია – საქართველოს ინტერესების დაცვა, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის შემდგომი ზრდა და კეთილდღეობის გაუმჯობესება, სოციალური მექანიზმების გაუმჯობესება და ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები