„ქართული ოცნების“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მსვლელობა გამართეს
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მსვლელობა გამართეს. მათ ქუჩები ფეხით მოიარეს და ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდეს.
მსვლელობას ღამის შოუს გუნდიც შეუერთდა.
„26 ოქტომბერს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. არის მომენტი, იქნება ამ ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა თუ იქნება ნგრევა, ტრადიციების მივიწყება და იმ ყველა ღირებულების მეათე პლანზე გადაწევა, რაც ჩვენთვის ისტორიულად ყოველთვის პირველი იყო“, – განაცხადა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ.