“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, გლდანში, საარჩევნო კამპანია შეაჯამეს
გლდანში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა 2-თვიანი საარჩევნო კამპანია შეაჯამეს. დელეგატმა და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ 26 ოქტომბერს პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
მათი თქმით, 2-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ერთადერთი ძალა, რომელიც მოსახლეობას შეხვდა, მხოლოდ “ქართული ოცნება” იყო.