რეზო ბლიაძე: სასიამოვნო იყო საქართველოს შემოვლა და ადამიანებთან ერთად იმ განწყობის გაზიარება, რომელიც საბოლოო ჯამში, დღევანდელი დღისთვის გროვდებოდა

ღირსეულად მოვედით დღევანდელ დღემდე, – ამის შესახებ მუსიკოსმა რეზო ბლიაძემ “ქართული ოცნების” დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.

“ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს შემოვლა და ადამიანებთან ერთად იმ განწყობის გაზიარება, რომელიც საბოლოო ჯამში, დღევანდელი დღისთვის გროვდებოდა. ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს გაფორმდება. დღეს იქნება დასკვნითი კონცერტი და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი საავტორო სიმღერებით წარვდგებით ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე“, – აღნიშნა რეზო ბლიაძემ.

ამ წუთებში, თავისუფლების მოედანზე, სადაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები