მიხეილ სარჯველაძე თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან იმყოფებოდა

მიხეილ სარჯველაძემ,ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან და თანამშრომლებთან ერთად ხეები დარგო, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბავშვთა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნები ცხოვრობენ.

მათთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და მათი საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური ზრუნვა.

თბილისის ბავშვთა სახლში მინისტრთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე და ცენტრის სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები