გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე: ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა – თუ მშვიდობა არ იქნება, თუ სხვა მთავრობა მოვიდა, არ იქნება კარგი

„ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა“,-ამის შესახებ გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე აცხადებს.

ეთერ ანწუხელიძე მიიჩნევს, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
ამასთან, ანწუხელიძე აცხადებს, რომ ყველას მშვიდობა ურჩევნია და ამომრჩეველი თუ დაფიქრდება ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცეს.

„ყველას თავისი აზრი აქვს. სხვის მაგივრად მე როგორ ვთქვა. მე ჩემი აზრი მაქვს, ვფიქრობ, მშვიდობა ყველას უნდა. თუ დაფიქრდებიან მშვიდობა გვირჩევნია, რომ მისცენ ხმა „ოცნებას“. ეს ჩემი აზრია და ყველას თავისი ჭკუა აქვს. [დღეს საქართველოს] მშვიდობა სჭირდება რა თქმა უნდა, თუ მშვიდობა არ იქნება, თუ სხვა მთავრობა მოვიდა, არ იქნება კარგი. ყველას მშვიდობა გვინდა. მე ვისაც ვიცნობ და ვისაც ვხვდები ყველა ასეთ აზრზეა“,- აცხადებს ეთერ ანწუხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები