„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტყიბულის სოფლებში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლების: სოჩხეთის, წყნორისა და ძიროვანის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და თავისებურებებზე, ასევე, სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები