კახეთში, დედოფლისწყაროში 32 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სანადირო თოფიდან მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.