დუბაიში მცხოვრებმა ქალმა განაცხადა, რომ ქმარმა მას პირადი კუნძული უყიდა, რათა საკუთარ სანაპიროზე ბიკინით უსაფრთხოდ სიარული შეძლოს.
26 წლის სოუდი ალ ნადაკმა ინსტაგრამის ვიდეო იმ კერძო კუნძულიდან გააზიარა, რომელიც მისმა ქმარმა იყიდა და დაწერა: „როცა ქმარს უთხარი, რომ გინდოდა, ბიკინი თავისუფლად ჩაგეცვა, მან კი მთლიანი კუნძული გიყიდა“.
ბრიტანეთში დაბადებული სოდი დაქორწინებულია არაბ ბიზნესმენ ჯამალ ალ ნადაკზე. წყვილმა ერთმანეთი დუბაიში, სწავლის დროს გაიცნო, 2021 წელს კი იქორწინეს.
მისი ინსტაგრამი, 336 000 გამომწერით, დეტალურად აღწერს მის ექსტრავაგანტულ ცხოვრების წესს. მაგალითად, მას აქვს ვიდეოების სერია სათაურით „რამდენი დახარჯა ჩემზე მილიონერმა ქმარმა ამ კვირაში“.
„ჩემს ქმარს სურს, რომ მე სანაპიროზე თავს დაცულად ვგრძნობდე, რის გამოც მან კუნძული იყიდა. კონფიდენციალურობის გამო, ჩვენ არ ვიზიარებთ ზუსტ ადგილმდებარეობას, მაგრამ ის აზიაშია და 50 მილიონი დოლარი ღირდა“, – განუცხადა სოდიმ ინდურ საინფორმაციო გამოშვება Hindustan Times-ს.