Reuters: ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 180-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 727 პირი

ისრაელის მიერ „ჰეზბოლაზე“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 182 ადამიანი დაიღუპა და 727 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ქალები, ბავშვები და მედიკოსები.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ლიბანში ისრაელმა „ჰეზბოლას“ ასობით სამიზნეზე საჰაერო დარტყმები დღეს განახორციელა.

მანამდე ისრაელმა ლიბანის მოსახლეობა გააფრთხილა, დაეტოვებინათ ის ადგილები, სადაც „ჰეზბოლა“ იარაღს ინახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები