აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ახალ უფროსად ნოდარ ჯალაღონია დაინიშნა

ნოდარ ჯალაღონია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა. ახალი უფროსი აფხაზეთის მთავრობის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ნოდარ ჯალაღონია წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.
მან ამ თანამდებობაზე ოთარ გარმელია შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები