ალუდა ღუდუშაური – რადიკალურ ოპოზიციაზე: გახსოვთ, თუ როგორ ითხოვდნენ, რომ საკუთარი ქვეყნისთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი

“ეს იმ ოპერის გაგრძელებაა, რაც გვახსოვს მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიდიოდა მსჯელობა და საერთაშორისო პარტნიორებთან როგორ კაბინეტ-კაბინეტ და დერეფან-დერეფან იარეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა, რითაც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

“როგორ ითხოვდნენ, რომ საკუთარი ქვეყნისთვის, ანუ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ფაქტი მზის სინათლეზე გამოვიდა და გახსოვთ, რომ მათმა კოლეგა ოპოზიციონერებმა ამხილეს და საკითხისგან დისტანცირება გადაწყვიტეს. მათ [ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“] რცხვენიათ და ეს არის მართლაც სასირცხვილო საქმე, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს ასე ღიად ურტყამ. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აქვთ ის გრძნობა, რასაც სირცხვილი ჰქვია. უნდა ჰქონოდათ მოლოდინი, რომ ეს [უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით] ამბავი კულუარებში არ დაიმალებოდა და მოლოდინი უნდა ჰქონოდათ. ასეთ ქმედებებს ალბათ მომავალშიც უნდა ველოდოთ მათგან. ჰგონიათ, რომ ქვეყნის ღალატის ქმედებებს ჩაიდენენ და ამას საზოგადოება ვერ გაიგებს“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა, ქართული „ენჯეოების“ მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები